0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექსპერტიზის დასკვნით, კოლაგში 10 თვის ბავშვის გარდაცვალება ასფიქსიამ გამოიწვია

ჩამოტვირთვა

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვის ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. როგორც ტელეკომპანია "მაესტრო" იუწყება, "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნით დადგინდა, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილი სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრამ გამოიწვია. "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრს, ვარლამ ხათრიძეს მიაჩნია, რომ საქმის გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. ასევე, ხათრიძე პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არაკანონიერად ხდებოდა. "ჩვენ გვაქვს სასამართლო ექსპერტიზის პასუხი, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია, სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრა ანუ ცოცხალი ბავშვი ჩააგდეს ქვევრში. "ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელით ჩვენ მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, რომ კეთილი ინებონ და გამოხატონ ნება, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული", - განაცხადა ხათრიძემ. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ოჯახის წევრების მიერ დასახელებული მკვლელობაში ბრალდებულები დაკითხულები ჯერ კიდევ არ არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები