0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რას ითხოვენ დევნილები - ხმაურიანი აქცია "ოცნებასთან"

ჩამოტვირთვა

საარჩევნო დაპირებების შესრულება, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება, დევნილთა და განსახლების მინისტრად, უკიდურეს შემთხვევაში კი დარახველიძის მოადგილედ ლელა გულედანის დანიშვნა – ამ მოთხოვნებით დღეს აფხაზეთიდან დევნილებმა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აფხაზეთიდან დევნილები აცხადებენ, რომ დავით დარახველიძე მათ პრობლემებს არ იცნობს, მათივე თქმით, მინისტრობის კანდიდადტმა დევნილებს პრობლემების მოგვარებისთვის ოთხწლიანი ვადა სთხოვა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ დახმარება დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ და ფართები, რომლებშიც ბოლო დღეების განმავლობაში შეიჭრნენ, დაუყოვნებლივ უნდა დაუკანონდეთ. დღევანდელ დევნილთა აქციას ლელა გულედანი არ დასწრებია, თუმცა მან „აიტივისთან“ შეხვედრისას დავით დარახველიძის არაკომპეტენტურობაზე ისაუბრა. დევნილთა მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატი, ექსპერტი დევნილთა საკითხებში ლელა გულედანი აცხადებს, რომ დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებებლია სამინისტრომ კონკრეტული სქემა შეიმუშაოს, სახელმწიფოს სთხოვოს ბიუჯეტიდან საჭირო თანხა და იბრძოლოს დევნილთა კეთილდღეობისთვის. აფხაზეთიდან დევნილებს დღეს „ქართული ოცნების“ ოფისიდან არავინ გამოხმაურებია, თუმცა დევნილები პოზიციის დათმობას არ აპირებენ და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. მათივე განცხადებით, პირველი ნაბიჯი ივანიშვილისთვის განცხადებით მიმართვა იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები