მსოფლიო
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულს განაჩენს დღეს გამოუტანენ
2012-10-23 12:23:56
ჩამოტვირთვა
დღეს, ზუგდიდის სასამართლო, მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე განაჩენს გამოიტანს. აღნიშნულის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს გარადაცვლილის დამ, ელენე ფოჩხუამ განუცხადა.
მისი თქმით, ოჯახი მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
„ეს დანაშაული 16- წლიდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მართალია, სამუდამო პატიმრობა ძმას ვერ გამიცოცხლებს, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს“,- განაცხადა ელენე ფოჩხუამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში მოკლეს. ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ახალგაზრდამ მეგობრებისგან მოშორებით გაიყვანა. მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ორი დღის შემდეგ, მსახიობის ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გამორიყა.
ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბექა ცობეხია კი, სამართალდამცველებს ჩაბარდა. ცობეხია თავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა.
სამართალდამცველებმა ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი პიროვნება, ნიკოლოზ ძაბაღუა აიყვანეს.
კომენტარები