მსოფლიო
მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლების შესახებ დადგენილება უკვე ძალაშია
2012-10-22 13:05:17
ჩამოტვირთვა
საქართველოს მთავრობამ, თბილისში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, დადგენილება გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი აწერს.
დადგენილების თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალათ უზრუნველყონ ყოველწლიურად პროგრამის დაფინანსების მიზნით 50 000 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინება; 2012 წლის განმავლობაში პროგრამის დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, 13 000 000 ლარის ოდენობით, გაითვალისწინონ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან კი, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე, პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში.
პროგრამის მიზანი გახლავთ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M2 და M3 კატეგორიების ავტობუსები, საბაგირო გზით გადაყვანა) ტარიფის/საფასურის განსაზღვრისას მგზავრებისთვის ფასდაკლებისა და შეღავათების სისტემის შემოღების ფინანსური უზრუნველყოფა და მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებ
კომენტარები