0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დევნილები შენობებში შეჭრას განაგრძობენ

ჩამოტვირთვა

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გეოფიზიკის ინსტიტუტში აფხაზეთიდან დევნილები შეუჭრნენ. როგორც დევნილები აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში ისინი ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობდნენ. მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის დაკანონებაა. ანალოგიური სიტუაციაა ზუგდიდშიც. დევნილები შეიჭრნენზუგდიდის რაიონული საავამდყოფოს შენობაშიც. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კომპლექსი, სადაც ყოფილი საავადმყოფოს 4 კორპუსია განთავსებული, კომპანია "ბლოკ-ჯორჯიამ" 6 წლის წინ შეისყიდა. რაიონული საავადმყოფო კი რამდენიმე თვის წინ გააუქმა. იძულებით გადაადგილებულები აცხადებენ, რომ ისინი ამავე ტერიტორიაზე სხვა შენობაში 20 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ახლა დროებით საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებას მოითხოვენ. 30-მდე ოჯახს შორის არიან არამხოლოდ ის პირები, რომლებიც ამავე ტერიოტორიაზე ცხოვრობდნენ, არამედ ის დევნილებიც, რომლებიც ზუგდიდში სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში ან ქირით ცხოვრობდნენ. ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია "ბლოკ ჯორჯიას" ხელმზღვანელობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები