მსოფლიო
ბანკი “რესპუბლიკა” ფილიალების ქსელს აფართოებს
2012-10-20 15:26:16
ჩამოტვირთვა
22 ოქტომბერს 14:00- საათზე, ბანკი “რესპუბლიკა” თბილისში, აღმაშენებლის გამზირ #82-ში
ახალ, რიგით 38-ე სერვისცენტრს გახსნის. მოწვეულ სტუმრებს ბანკის გენერალური
დირექტორი კრისტიან კარმანიოლი და კომერციული დირექტორი რამაზ კუკულაძე
სიახლეებსა და ბანკის შემდგომი განვითარების სტრატეგიას გააცნობს.
ბანკი “რესპუბლიკა”, როგორც უნივერსალური ტიპის ფინანსური დაწესებულება, თანაბარ
ძალისხმევას უთმობს როგორც საცალო, ისე მიკრო და მცირე ბიზნესის სრული სპექტრის
საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას. აღმაშენებლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე
მოქმედ მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ბანკ “რესპუბლიკის” მაღალი ხარისხის
მომსახურებით სარგებლობა ამიერიდან სხვა უბანში გადაადგილების გარეშე შეეძლებათ.
ახალი სერვისცენტრი კლიენტებს კვირაში 6 დღე მოემსახურება და სრულ საბანკო
მომსახურებას გაუწევს.
“ჩვენს კლიენტებს, განსაკუთრებით მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, წარმოვუდგენთ ახალ სერვისცენტრს, სადაც ისინი საკუთარი ბიზნესინტერესების გათვალისწინებით შექმნილი ინოვაციური საბანკო პროდუქტებით ისარგებლებენ და სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას მიიღებენ. სერვისცენტრისთვის ეს ადგილი სწორედ მათთვის მაქსიმალური კონფორტის შესაქმნელად შევარჩიეთ-აცხადებს რამაზ კუკულაძე, ბანკ “რესპუბლიკის” კომერციული დირექტორი.
კომენტარები