მსოფლიო
პატარკაციშვილის ოჯახმა იმედი 3 ლარად დაიბრუნა
2012-10-20 15:27:07
ჩამოტვირთვა
ტელე-რადიო კომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა სიმბოლურ ფასად - 3 ლარად დაიბრუნა.
არსებული ინფორმაციით, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ყოფილმა მესაკუთრეებმა ინა გუდავაძეს 3 ლარად დაუთმეს.
საჯარო რეესტრში 19 ოქტომბერს გაფორმებული გარიგების თანახმად, გიორგი არველაძემ რომელიც 45%–იან წილს ფლობდა, გიორგი კორახაშვილმა (30%) და გიორგი მიქელაძემ (15%) თითო–თითო ლარი მიიღეს.
რაც შეეხება ჯოზეფ ქეის, მან თავისი 10% შეინარჩუნა.
დოკუმენტების მიხედვით, „დამთმობი იძლევა გარანტიას, რომ მესამე პირების მიმართ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ და ყველა მისი შვილობილი და აფილირებული კომპანიის ფინანსური და სხვა ვალდებულებების მოცულობა (გარდა საგადასახადო ვალდებულებებისა) ჯამში არ აღემატება 6 მილიონ ლარს“.
ინა გუდავაძის ხელში კიდევ ერთი ტელეკომპანია აღმოჩნდა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ შპს „ტელეკომპანია აისსაც“ ფლობს, რომელსაც Play TV-ს ეკუთვნის.
კომენტარები