საზოგადოება
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკად შესაძლოა 19 წელი განისაზღვროს
2012-10-20 12:05:25
ჩამოტვირთვა
განიხილება, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ვადა 6-8 თვემდე შემცირდეს და წვევამდელების ასაკი 19 წლით განისაზღვროს, - ამის შესახებ "მეცხრე არხის" ეთერში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ვარიანტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან იქნება განხილული. ასევე, მოხდება მისი გადახედვა უშიშროების საბჭოს ფარგლებშიც, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება.
"თუ რა პირობებს ვუყენებთ წვევამდელებს, ეს შეიარაღებული ძალების მიერ იქნება დასაგეგმი. შევისწავლი მათ წინადადებებს, როგორც სამოქალაქო მინისტრი. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა, ის იქნება სამომავლო სამხედრო დოქტრინაზე მიბმული", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
კომენტარები