მსოფლიო
რატომ დაწესდება უფასო სასწრაფო დახმარებაზე ლიმიტი?
2012-10-19 17:23:17
ჩამოტვირთვა
ჯანდაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატი დავით სერგეენკო ახალი ინიციატივით გამოდის: სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობა კვლავ სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება, თუმცა გამოძახებებზე გარკვეული ლიმიტი დაწესდება. ამ დრომდე, სასწრაფოს გამოძახება 20 თეთრი ღირდა, ეს თანხა დარეკვისას და სასწრაფოს გამოძახებისას მოქალაქეს, იმ ტელეფონიდან, რომლიდანაც ზარი ხორციელდებოდა, ავტომატურად ეჭრებოდა.
„სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობა უფასო არასოდეს ყოფილა, თუმცა ამ მომსახურების ხარჯებს ფარავდა სახელმწიფო და ასეც გაგრძელდება, თუმცა უნდა მოხდეს გარკვეული ლიმიტის შემოღება.„ხალხი სასწრაფი დახმარების ბრიგადებს ნაბახუსევის სინდრომის სამკურნალოდ, თავის ტკივილისა და კაეშანის დროს, წნევის გასაზომად იძახებს, რამდენი სასწრაფოს ბრიგადაც არ უნდა დავამატოთ მსგავს გამოძახებებს ვერ აუვა. სასწრაფოს გამოძახება ისევ დარჩება უფასო, თუმცა თითეული ადამიანისთვის კონკრეტული ლიმიტირებული თანხა გამოიყოფა და არ მოხდება სასწრაფოს გამოძახება მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის. სასწრაფოსთვის პრიორიტეტული იქნება ის შემთხვევები, რომელიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს“ – განაცხად სერგეენკომ.
ავადმყოფთა დიფერენცირების თემას არ ეთანხმებიან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმები, მათი განცხადებით, პაციენტს, შესაძლოა, ნერვიული შეტევა ჰქონდეს, მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს სასწრაფოს ექიმთა ბრიგადის მისვლა, ვიდრე მომაკვდავებთან. ექიმები აცხადებენ, რომ ჰიპოკრატეს ფიცი მათ გაჭირვებაში მყოფი ნებისმიერი ავადმყოფის მოვლას ავალდებულებს.
მოსახლეობა ფიქრობს, რომ სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობა უფასო უნდა იყოს, თუმცა „აიტივისთან“ მოქალაქეებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, 20 თეთრიან გადასახადს ხალხი საგანგაშოდ არ მიიჩნევს და სასწრაფოს ისედაც უფასოდ თვლის.
მოსახლეობა აცხადებს, რომ საწრაფოს საკითხზე მეტად პენისების თემა აინტერესებთ. თუმცა, როდის დაიწყებს ჯანდაცვის მინისტრი „ქართული ოცნების“ საარჩევნო დანაპირებების შესრულებას, რთული სათქმელია.
კომენტარები