საზოგადოება
დევნილების მორიგი შეჭრა სახემწიფოს კუთვნილ შენობაში
2012-10-19 14:39:48
ჩამოტვირთვა
მიცკევიჩის 29 ნომერში მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის შენობაში გუშინ ღამით დევნილთა 60-მდე ოჯახი შეიჭრა.
როგორც დევნილები აცხადებენ, მათ არანაირი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ და შესაბამისი სამსახურებისგან დროულ რეაგირებას ითხივენ.
შენობაში აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილებული პირები იმყოფებიან. ადგილზე გაეცნენ სიტიუაციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც დევნილებს საქმის შესწავლის შემდეგ დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ.
კომენტარები