მსოფლიო
ერთიანი ეროვნული გამოცდები თუ ე.წ. 8+1?
2012-10-18 18:07:45
ჩამოტვირთვა
აბიტურიენტები საატესტატო გამოცდებისა და ე.წ. 8+1–ის ნაცვლად, ისევ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი, მერაბ თოფურია, აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის ეროვნული გამოცდების ჩატარების ყველანაირი რესურსი არსებობს და სახელმწიფო მზად არის გამოცდები სათანადო დონეზე ჩაატაროს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას მხარს უჭერენ აბიტურიენტებიც. „აიტივის“ რესპოდენტმა საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ ისინი სათანადოდ არიან მომზადებულნი და არ აშინებთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე კი ფიქრობს, რომ კანონმდებლობა დასახვეწია და ხარვეზები აღმოსაფხვრელია ეროვნული გამოცდების შესახებ მთელ რიგ საკითხებში. რექტორი მიიჩნევს, რომ კანონის დახვეწისა და შემუშავებისას უმაღლესი სასწავლებლების პოზიცია გათვალისწინებული უნდა იყოს.
განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამ და განათლების სფეროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებზე სათათბიროდ უახლოეს მომავალში შეხვდებიან.
კომენტარები