საზოგადოება
ვის აჩუქა რუსეთმა 20 მილიარდი დოლარი?
2012-10-18 16:27:43
ჩამოტვირთვა
რუსეთმა აფრიკის ქვეყნებს 20 მილიარდ დოლარიანი ვალი ჩამოაწერა. გარდა ამისა რუსეთი მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს შავი კონტინენტის განვითარებაში როგორც საერთაშორისო პროგრამებში ჩართვის ასევე ორმხრივი თანამშრომლობის გზით. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ სერგეევმა გააკეთა. დიპლომატის განცხადებით აფრიკის ქვეყნებმა რუსეთისგან სახელმწიფო ვალი მედიცინისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებისთვის აიღეს, თუმცა რუსეთმა გადაწყვიტა ეს თანხა უკან აღარ აიღოს.
კომენტარები