0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

real TV-ში ძველ თანამშრომლებს არ დააბრუნებენ

ჩამოტვირთვა

ტელეკომპანია "real TV"-ის ახალი მფლობელის ლალი ეგაძის განცხადებით, ტელევიზიაში არცერთი ძველი კადრი არ იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო პირველი ავრცელებს. სააგენტოსთან საუბრისას ეგაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიიდან თანამშრომლების 100% ძველმა მფლობელმა გაუშვა და ახალ ტელევიზიაში არცერთი მათგანი არ დაბრუნდება. მისივე თქმით, ტელეკომპანიას შეეცვლება სახელიც და იქ გაკეთდება ისეთი გადაცემები, როგორც ახალ საქართველოს სჭირდება. "ტელეკომპანია 30 000 ლარად შევიძინე, თუმცა ტელევიზიაში არის ძალიან გაცვეთილი აპარატურა და ასევე აქვს დავალიანება, რომელთა გადახდის ვალდებულება საკუთარ თავზე ავიღე. კანონის თანახმად, 40 დღის განმავლობაში უფლება გვაქვს მხოლოდ ფილმები გავუშვათ, შემდეგ კი ვაპირებთ, ყოველ სამ საათში ერთხელ საინფორმაციო გამოშვებები ჩავრთოთ" - განმარტა ეგაძემ და დასძინა, რომ ახალ ტელევიზიაში ძალიან საინტერესო გადაცემები გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ "real TV”-ის 100% წილის მფლობელმა ლია დოლიძემ 16 ოქტომბერს ასივე პროცენტი ბიზნესმენ ლალი ეგაძეს 30 ათას ლარად მიჰყიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები