0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

უნდა გაუქმდეს თუ არა სკოლებში მანდატურის სამსახური?

ჩამოტვირთვა

უნდა გაუქმდეს, თუ არა საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახური; რას ფიქრობს განათლების მინისტრობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ამ ინიციატივაზე საზოგადოება. რა სარგებელი მოაქვს მანდატურის სამსახურს სკოლებში ბავშვებისა და პედაგოგებისთვის – ამ საკითხების გასარკვევად „აიტივი“ თბილისის ერთ–ერთ საჯარო სკოლას ეწვია. ბავშვებმა გულწრფელად დაგვიდასტურეს, რომ მანდატურებთან მეგობრული ურთიერობა აქვთ. უფროსი მეგობრები მათი ასაკისთვის დამახასიათებელ, წვრილმან, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებს უგვარებენ, თურმე, მანდატურების რიდით პატარები აღარ ჩხუბობენ და მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, ცუდადაც აღარ იქცევიან. მანატურების თემა, ეს ის საკითხია, რომელზეც როგორც აღმოჩნდა პატარების პოზიცია მათივე მშობლების აზრს ემთხვევა. „აიტივისთან“ ამ საკითხზე აზრის გამოთქმისგან სკოლების თანამშრომლებმა, პედაგოგებმა გასაგები მიზეზების გამო თავი შეიკავეს, თუმცა, აღმოჩნდა ისეთი პედაგოგიც, რომელიც ღიად აზრის გამოთქმას არ მოერიდა. მინისტრობის კანდიდატის ინიციატივის მიუხედავად, თბილისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქალბატონი ნატო ფიქრობს, რომ სკოლებიდან მანდატურის სამსახურის გაყვანა გაუმართლებელი იქნება. სკოლებში მანდატურის სამსახურის გაუქმებას გაუმართლებლად მიიჩნევენ განათლების სფეროს წარმომადგენლები. გიგი თევზაძემ დღეს „აიტივისთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არათუ სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებში, ინტიტუტებსა და უნივერსიტეტებშიც მოქმედებს ანალოგიური სამსახურები. მანდატურის სამსახურის გაუქმებასა და განათლების სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ხატია დეკანოიძე და გიორგი მარგველაშვილი უახლოეს პერიოდში ისაუბრებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები