0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი გაუქმდა

ჩამოტვირთვა

განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის გაუქმებას გეგმავს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვაც კი, არ მოხდება. „მანდატური, რომელიც ძალადობის მექანიზმი იყო, ბუნებრივია გაუქმდება. ეს არც არის განსახილველი“,– აცხადებს მარგველაშვილი. ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით სამინისტროდან გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოყოფაც იგეგმება. თავის მხრივ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხემძღვანელობის კანდიდატი მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ პირველი საზრუნავი 2013 წლის ეროვნული გამოცდების კარგად ჩატარებაა. „შევთანხმდით, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატუსს შეიცვლის და პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება“,– განაცხადა მიმინოშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები