საზოგადოება
დევნილები ყოფილი ინდუსტრიული ტექნიკუმის შენობაში შეიჭრნენ
2012-10-15 16:59:58
ჩამოტვირთვა
თემქაზე, ყოფილი ინდუსტრიული ტექნიკუმის შენობაში გუშინ ღამით დევნილთა 65 ოჯახი შეიჭრა. დაცვის თანამშრომელთა წინააღმდეგობის საპასუხოდ, ისინი შენობაში ძალისმიერი მეთოდებით, ფანჯრებიდან გადავიდნენ.
როგორც დევნილები აცხადებენ, მათ არანაირი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ. შენობაში იმყოფებიან როგორც აფხაზეთიდან, ასევე შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
ადგილზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც დევნილებს შენობის დაცლისკენ მოუწოდებდნენ, რადგან მათი განცხადებით, შენობა კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა და მათი იქ შეჭრა არაკანონიერი იყო.
კომენტარები