მსოფლიო
სოფელ ჭიაურში მიწისძვრამ სკოლის შენობა დააზიანა
2012-10-15 15:19:41
ჩამოტვირთვა
მომხდარი მიწისძვრის გამო ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მიწისძვრამ სკოლის შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
დაბზარულია კედლები, დაზიანებულია იატაკი. მწყობრიდან გამოსულია საკანალიზაციო სისტემა.
სკოლაში 220 მოსწავლე სწავლობს. სოფელში განათლების სამინისტროს კომისიას ელოდებიან, რომელმაც ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს და გადაწყდეს, შეიძლება თუ არა სკოლაში სწავლის გაგრძელება.
ლაგოდეხის რაიონში ბოლო ორი დღის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა მიწისძვრა. ამ დროის ინფორმაციით, 15 საცხოვრებელი ბინაა დაზიანებული. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.
კომენტარები