მსოფლიო
ბიძინა ივანიშვილი აზარტული თამაშების აკრძალვას გეგმავს
2012-10-15 15:16:33
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილი აზარტული თამაშების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თურქულ გამოცემა "საბაჰთან" ინტერვიუში განაცხადა.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ბათუმი აზარტული თამაშებისა და პროსტიტუციის ცენტრად გადაიქცა. ბიძინა ივანიშვილი ამის მიზეზად ტურისტების მოზიდვას ასახელებს.
"არ მიმაჩნია სწორად ის დამოკიდებულება, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ერთპროცენტიანი შემოსავლისთვის ბათუმი ასეთ ადგილად გადაიქცეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და არსებული სიტუაციის გამოსწორებისა და აზარტული ბიზნესის შესაძლო აკრძალვის შესახებ ისაუბრა.
კომენტარები