0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავში სოციალურად დაუცველები ინსტიტუტის შენობაში შეიჭრნენ

ჩამოტვირთვა

რუსთავში 40-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელთა შორის რამდენიმე დევნილიც იყო, ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობაში შეიჭრა და ტერიტორია დაიკავა. მათი თქმით, ზოგს საცხოვრებელი ფართი არ აქვს, ზოგი კი ავარიულ სახლებში ცხოვრობს. დაცვის პოლიციის თანამშრომლების გაფრთხილების მიუხედავად, ადგილზე მისულმა ოჯახებმა შენობაში ძალით შეაღწიეს. სოციალურად დაუცველებმა ყოფილი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაც დაიკავეს, მაგრამ შენობა კერძო საკუთრებაა და მალე დატოვეს. რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ შენობაში ცხოვრება საშიშია, თუმცა ამ ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, რადგან საბინაო ფონდი არ არსებობს. ტერიტორია კი არა ქალაქის, არამედ სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები