0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როგორი გარეგნობა ექნება ადამიანს 1000 წლის შემდეგ

ჩამოტვირთვა

როგორი გარეგნობა ექნება ადამიანს 1000 წლის შემდეგ, ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად ბრიტანელმა მეცნიერებმა სპეციალური კვლევა ჩაატრაეს. კვლევის შედეგების თანახმად მომავლის ადამიანის სიმაღლე 1.83 დან 2.13 მეტრამდე გაიზრდება. მკვლევარების განმარტებით აღნიშნული შედეგი საკვების გაუმჯობესებისა და მედიცინის განვითარების შემდეგ იქნება მიღწეული. ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ რომ 1000 წლის შემდეგ შემცირდება ადამიანის პირისა და კუჭის ზომა და კბილების რაოდენობა. გარდა ამისა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირის დაპატარავების პარალელურად გაიზრდება ადამიანის თვალის ზომა, რაც სახის პროპორციულობას შეუწყობს ხელს. კომპიუტერული ტექნიკის განვითარება და მისი მნიშვნელობის ზრდა მომავლის ადამიანის ხელებისა და თითების ზომასაც გაზრდის. კიდურების გაზრდასთან ერთად კომპიუტერული ტექნიკის განვითარება ადამიანის ტვინის მოცულობასაც შეამცირებს, რადგან მომავლის ადამიანს ბევრი ფიქრი აღარ დაჭირდება, კომპიუტერული ტექნიკა მას ისეთ პრობლემებს მოუგვარებს რომლებზეც თანამედროვე ადამიანები ბევრ დროს ვხარჯავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები