მსოფლიო
ტელეკომპანია „real tv“-ს საინფორმაციო სამსახური დაიხურა
2012-10-09 14:08:53
ჩამოტვირთვა
ტელეკომპანია „real tv“-ს საინფორმაციო სამსახური დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.
საინფორმაციო სამსახურის დახურვის მიზეზად ფინანსების არარსებობა სახელდება, თუმცა არხი გააგრძელებს მაუწყებლობას და საეთერო ბადე ძირითადად ფილმებით შეივსება.
ტელეკომპანიაში რამდენიმე დღის წინ თათბირი ჩატარდა, სადაც თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ტელეკომპანიას მუშაობის გასაგრძელებლად არასაკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რის გამოც საინფორმაციო სამსახური მუშაობას ვერ გააგრძელებდა. დღეს კი „real tv“-ს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა ტელეკომპანია დატოვეს.
კომენტარები