მსოფლიო
მკვლელობა კახეთში
2012-10-08 16:08:42
ჩამოტვირთვა
მკვლელობა კახეთში - თელავის რაიონის სოფელ ბულღულას მცხოვრები, 43 წლის გელა თანდილაშვილი ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შემთხვევა თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და თანდილაშვილს რამდენიმე ახალგაზრდამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში პოლიციას ჩაბარდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მკვლელობის დეტალებს გამოძიება დაადგენს, რომელსაც თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
კომენტარები