0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია"

ჩამოტვირთვა

როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია, - ეს არის ამონარიდი კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელი საკვირაო ქადაგებიდან. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები საქართველოსთვის სასიკეთო იქნება. „ეს ცვლილება, რომელიც მოხდა საქართველოში, ღვთის ნებაა და საქართველოს სასიკეთოდაა. მე იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ჩვენ ძალიან ხშირად ვიცით მიახლება, თითქოს დავუახლოვდით ჩვენ რაღაც კრიტიკულ მომენტს, თითქოს უფსკრულს დაუახლოვდა საქართველო, მაგრამ ღვთის განგება ძლიერია და ჩვენი ისტორიის მანძილზე რამდენჯერ გადაურჩენია უფალს ჩვენი სამშობლო. როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როცა მთელი ქვეყანის პრეზიდენტია იგი,“- აღნიშნა პატრიარქმა. შეგახსენებთ, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა თეკლას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა პირველმოწამემ ქრისტეს სჯულზე უამრავი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია, ამიტომ ეკლესია მას მოციქულთა სწორს უწოდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები