საზოგადოება
ნოე სულაბერიძე: ტელეიმედი უსამართლოდ მოგვექცა
2012-10-06 19:29:12
ჩამოტვირთვა
ტელეკომპანია იმედის გასართობი გადაცემების დახურვა დღეს თიბისი ტივის დირექტორმა ნოე სულაბერიძემ შეაფასა. სულაბერიზე, რომელსაც ტელეიმედისთვის 10-მდე რეიტინგული გადაცემა აქვს მომზადებული მიიჩნევს, რომ იმედის გასართობ გადაცემებზე პროფესიონალები მუშაობდნენ და ისინი საკუთარ თავის რეალიზებას ყოველთვის მოახერხებენ. გარდა ამისა ნოე სულაბერიძემ აღნიშნა, რომ მისი და ტელეიმედის ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა რის გამოც იმედის გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებს.
კომენტარები