მსოფლიო
დიღმის მასივში „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
2012-10-04 14:24:09
ჩამოტვირთვა
დიღმის მასივში „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.ბანკში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა. შემთხვევა დაახლოებით 09:45 წუთზე მოხდა. თანამშრომელთა განმარტებით ახალგაზრდა მამაკაცი ბანკში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
როგორც ბანკის თანამშრომლები ყვებიან, მძარცველი ბანკში როგორც კლიენტი ისე შევიდა
წაღებულია მხოლოდ ის თანხა, რომელიც ერთ-ერთი ოპერატორის სალაროში იყო. ბანკის წარმომადგენლებუის თქმით თანხა ძალიან მცირეა. მას ცივი იარაღი არ ჰქონია. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცავები. მათ უკვე ამოიღეს “პროკრედიტ ბანკში„ არსებული კამერებით გადაღებული ვიდეომასალა.
კომენტარები