საზოგადოება
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კენჭისყრის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს
2012-10-01 16:26:46
ჩამოტვირთვა
გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გახსნილ საარჩევნო უბანში რეგისტრირებულია 1000 პატიმარი, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. საქართველოს მაშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე სულ 2125 პატიმარია დარეგიოსტრირებული. ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასი არჩევნებს სამი ნპოლიტიკური პარტიის , ახალი მემარჯვენეების, კოალიცია ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აკვირდებიან. უბანზე ასევე მუშაობს 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. კენჭისყრის პროცედურა მშვიდ ვიტარებაში მიმდინარეობს. საპატიმროებში სულ 12 საარჩევნო უბანია გახსნილი.ცესკო-ს ცნობით, ხმის მიცემის საშუალება 2852 პატიმარს ექნება, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის პატიმარი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ან სასამართლო განაჩენის საფუძველზე ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული. გლდანის მე-8 საპყრობილეში ყველა პატიმარს არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციამ ისინი ერთი თვით ადრე გააფრთხილა პირადობის მოწმობის მიტანა ეთხოვათ ოჯახის წევრებისთვის. გლდანის ნომერ მე-8 უბანი მას შემდეგ დაიხურება, რაც პირადობის მოწმობის მქონე პატიმართა რაოდენობა ამოიწურება და ხმის მიცემა შეწყდება.
კომენტარები