0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გლდანის მერვე დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლა არ დასტურდება

ჩამოტვირთვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში არეულობის, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და გლდანის #8 დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლა სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, საპარლამენტო არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელება განაპირობებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მობილიზებას და ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან შესაძლოა გამოყენებულ იქნას დაძაბულობის შესაქმნელად, რაც ბუნებრივია არც პატიმართა და მათ ახლობელთა და არც სამინისტროს ინტერესში არ შედის. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ეს პირველ რიგში ზიანს აყენებს პატიმრებს და იწვევს მათი ოჯახის წევრების სრულიად უსაფუძვლო მღელვარებას“,- აღნიშნავენ სამინისტროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები