მსოფლიო
შსს-ს სპეციალური განცხადება 10 თვის ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
2012-10-01 09:04:53
ჩამოტვირთვა
პოლიციაში შემოვიდა განცხადება კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგაში რაფალიანი ბარბარეს, 10 თვის ბავშვის სახლიდან დაკარგვის შესახებ. სახლში ამ დროს იმყოფებოდა დედა, მამა და ბებია. პირველადი გამოკითხვისას ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ უცხო პირი არ შეუნუშნავთ. პოლიცია მყისიერად შეუდგა ოჯახთან ერთად ბავშვის ძებნას. ჩვილი მალევე იქნა ნაპოვნი სახლის ეზოში წყლით ნაწილობრივ სავსე ქვევრში. ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. სამწუხაროდ ბავში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ოჯახს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები!
კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი მანანა ბერიკაშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. სამწუხაროა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ასეთი სენსიტიური, ტრაგიკული შემთხვევა გახდა პოლიტიკური სპეკულაციების თემა.
ადგილზე უკვე გასულია შსს-ს კრიმინალისტების ჯგუფი. - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში გარდაცვლილი ჩვილი ბარბარე რაფაიანცი იპოვეს. არსებული ცნობით, 9 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი ნახეს.
კომენტარები