საზოგადოება
შსს-ს განცხადება - ფულის დარიგება რეგიონებში
2012-10-01 09:03:55
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღებულობს ინფორმაციას რეგიონებში ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ.
პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეყველა პოლიტიკურ პარტიას – გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან.
კომენტარები