0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 თვის ჩვილი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს

ჩამოტვირთვა

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გუშინ 10 თვის ჩვილი ღვინით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ახალშობილი მშობლებთან ერთად დეიდას სტუმრობდა. ბარბარე რაფაიანცი მაშინ გაუჩნარდა, როდესაც უფროსები სახლის მეორე სართულზე ვახშმობდნენ, პატარას პირველ სართულზე ეძინა. უკან დაბრუნებულ მშობლებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ჩვილის ახლობლები მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნიან. დაღუპულის დეიდა "ქართული ოცნების" აქტივისტი და არჩევნებზე დამკვირვებელია. პოლიციამ ოჯახის წევრები წუხელ დაკითხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები