0 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართული ოცნების“ აქტივისტი, ავტომანქანით, 8 წლის ბავშვს დაეჯახა

ჩამოტვირთვა

ტელეკომპანია „რეალ TV“-ს ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი 8 წლის ბავშვს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაცით, ბოლნისში დიდი სიჩქარით მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი 8 წლის ბავშვს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის საავტომობილო გზას კვეთდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი წმინდა ნიკოლოზის სახელობის საავადმყოფოში მოათავსა. მედიკოსთა განცხადებით, მოზარდს ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავტომობილს „ქართული ოცნების“ აქტივისტი მართავდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები