0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვლადიმერ ბედუკაძის საქმე ბელგიას გადაეცა

ჩამოტვირთვა

საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბედუკაძის საქმე ბელგიის მხარეს, საქმის შემდგომი გამოძიების საწარმოებლად გადაეცა. ბედუკაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. პროკურატურაში პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისათვის ბრალდებულად არის ცნობილი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე. “რადგან ვლადიმერ ბედუკაძემ მოახერხა ქვეყნის დატოვება და ამჟამად ის იმყოფება ბელგიის სამეფოში, ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით, დღეს გადაეგზავნა ბელგიის იუსტიციის სამინისტროს. სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნა განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოება გრძელდება ბელგიის კომპეტენტური სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ქართული მხარე გააგრძელებს თანამშრომლობას ბელგიელ კოლეგებთან და მიაწვდის მათ მოპოვებულ ნებისმიერ დამატებით მტკიცებულებას”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და არაჰუმანული მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილისა და ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღლი თანამდებობის პირები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები