0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს ვატო ყიფიანის მკვლელობის სავარაუდო დაკვეთის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება

ჩამოტვირთვა

საქართველოს შსს ვატო ყიფიანის მკვლელობის სავარაუდო დაკვეთის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება და მას ქართველი კრიმინალებისა და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ოპერაციას უწოდებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ პატარიძე მოსკოვში მართლაც ჰყავდათ გატაცებული ფულის გამოძალვის მიზნით, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2010 წელს გამოძიება დაიწყო. "იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ სპეცსამსახურებს არ ჰქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ ამ საქმეში და გაეთავისუფლებინათ გატაცებული, ხოლო ოთარ პატარიძის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, გატაცებულის ოჯახის მოთხოვნით გადაწყდა, რომ მის ნათესავს, კერძოდ კი სიმამრს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, გამტაცებლების მიერ მოთხოვნილი თანხა გადაეხადა, რათა ოთარ პატარიძე გაეთავისუფლებინათ. გავრცელებულ კადრებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, გარდა სასტიკად ნაწამები ოთარ პატარიძის იძულებითი საუბრისა, რომლებიც მიუთითებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე სახით მონაწილეობას მკვლელობის დაკვეთაში. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" ქართველი კრიმინალების და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ერთობლივ ოპერაციას ჩვენი უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო სათაურით "სააკაშვილი ვატო ყიფიანის მკვლელობას უკვეთავს". ვიდეოს ახლავს ვრცელი ტექტიც, რომლის ავტორი საზოგადოებას ხელისუფლების წარმომადგენელთა შესახებ სხვა სენსაციური მასალების გამოქვეყნებასაც ჰპირდება: "ეს ეპიზოდები დამონტაჟებულია ძალიან ვრცელი აუდიო-ვიდეო მასალისაგან. მეორე და მესამე ნაწილი - უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება, სადაც, ვატო ყიფიანის მოკვლის დაკვეთის გარდა - საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ამსახველი ფაქტებია აღბეჭდილი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები