საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
2012-09-27 12:31:29
ჩამოტვირთვა
10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთში. მოზარდს კოსტავას ქუჩაზე მოძრავი "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველების განცხადებით, ბავშვი ბებიასთან ერთად გზის სავალ ნაწილთან ახლოს მდებარე სანაგვე ურნასთან იდგა, როდესაც გადაჭარბებული სიჩაქრით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლის დაკავება უკვე მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები