0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს

ჩამოტვირთვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ საღამოს ლოცვა აღავლინა. დღეს ეკლესია-მონასტრებში საღმრთო ლიტურგია აღესრულება. საზეიმო წირვას ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად კვლავ სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით ხვდებიან, უწმინდესმა ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი მძიმე მარხვის დღეებად გამოაცხადა. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით დღევანდელ დღესასწაულზე თბილისის კურთხევაც მოხდება. მსვლელობა, რომელშიც მოძრაობის წევრებთან და აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად სასულიერო პირებიც ჩაერთვებიან, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხი მიმართულებიდან დაიწყება და მეტეხის ხიდზე, ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე დასრულდება, სადაც საზეიმო პარაკლისი აღესრულება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები