მსოფლიო
დაკავებულია პატიმრების წამებაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი
2012-09-25 14:42:20
ჩამოტვირთვა
სამართალდამცავებმა პატიმარების წამებაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს. გლდანის მერვე საპყრობილის ყოფილ კონტროლიორ მამუკა ჩიტუნიძეს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144" მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რომელიც წამებას გულისხმობს. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, მისივე თქმით ამ დროისთვის დაკავებულია 12 პირი. დაკითხულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ და მოქმედ მოხელეთა დიდი ნაწილი. ტყესელაშვილის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობისა და საზოგადოების პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია.
კომენტარები