საზოგადოება
შეიარაღებული თავდასხმა ჭონქაძის ქუჩაზე
2012-09-25 12:29:53
ჩამოტვირთვა
შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ჭონქაძის ქუჩაზე. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ორი ახალგაზრდა მამკაცი დაიჭრა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ნახეს რომ 2 ადამიანი დაჭრილი იყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მივიდნენ.
დაზარალებულები სასწარფომ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტრდათ.
ექიმების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები