მსოფლიო
სასულიერო პირებმა 600 ბავშვზე სექსუალური ზეწოლა განახორციელეს
2012-09-24 12:50:04
ჩამოტვირთვა
ავსტრალიის კათოლიკურმა ეკლესიამ სკანდალური დოკუმენტები გაავრცელა. შტატ ვიქტორიაში საეკლესიო პირებმა იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გამოაქვეყნეს, რომ 1930 წლიდან დღემდე კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირებმა 600 ბავშვზე სექსუალური ზეწოლა განახორციელეს. მათი თქმით, ეს ის რიცხვია, რომელიც ოფიციალურად დასტურდება, თუმცა გამოძიების ვარაუდით, ასეთი მოზარდების რიცხვი შესაძლოა 10 ათასამდე გაიზარდოს.
დოკუმენტები ქვეყნის პარლამენტის მოთხოვნით გამოქვეყნდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შემზარავი ფაქტების დიდი ნაწილი 1930-დან 1970 წლამდე პერიოდშია ჩადენილი.
კომენტარები