0 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ შეინარჩუნეთ სულიერი და ადამიანური მშვიდობა„_ილია მეორე

ჩამოტვირთვა

შეინარჩუნეთ სულიერი და ადამიანური მშვიდობა, რომ მშვიდობიანად შევხვდეთ არჩევნებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ბრძანა, რომ საქართველოს სულიერი და ფიზიკური ძალა, ასევე მშვიდობა ჭირდება. უწმინდესის თქმით, განსაცდელები, რომელიც საქართველოს ჰქონდა, გოლგოთის გზა იყო, საქართველოს ელოდება აღდგომა და ამაღლება. "საქართველოს სჭირდება ძალა, სულიერი და ფიზიკური დამშვიდება. ეს ყველაფერი მოეცემა, თუ ერი იქნება ღვთისნიერი. შევთხოვოთ უფალს, გული გავხსნათ უფლისათვის და უფალი შემოვა ჩვენში და ჩვენ უფალში", - ბრძანა უწმინდესმა. ამასთან, უწმიდესმა მომავალი კვირის ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი მკაცრი მარხვის დღეებად გამოაცხადა. პატრიარქმა კურთხევა მისცა მრევლს, რომ სამი დღის განმავლობაში იმარხულონ თევზის გარეშე და ვისაც შეეძლება, მიიღოს უზეთო საკვები, რათა სულიერად გათავისუფლებულები შეხვდნენ ჯვართამაღლების დღესასწაულს. ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები