მსოფლიო
გლდანის მე-8 ციხესთან პატიმართა ოჯახის წევრები ისევ რჩებიან
2012-09-22 12:44:51
ჩამოტვირთვა
მდგომარეობა გლდანის მერვე საპყრობილესთან – პატიმართა მშობლები და ოჯახის წევრები ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან რჩებიან. ისინი მსჯავრდებულებთან შეხვედრას ელოდებიან. როგორც ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, საპყრობილეში შეშვება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
მთელი ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო გლდანის ნომერ მე_8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მსჯავრდებულები ღამითაც მოინახუელს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსული პატიმრების მშობლები ამობობენ, რომ ამჟამად დაწესებულებაში სიმშივიდეა და პატიმრები თავს კარგად გრძნობენ.
ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესები გამო, ორმა პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა.
კომენტარები