0 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ილია მეორე: რაც საქართველოში მოხდა სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ სააშკარაოზე არ გამოაქვთ

ჩამოტვირთვა

რაც ჩვენ ვიხილეთ, ერისა და საქართველოს სირცხვილია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა მრევლს არჩევნებამდე სიმშვიდისაკენ მოუწოდა. "მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვთ საქვეყნოდ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს", - ბრძანა უწმინდესმა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ზოგიერთები სარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით და სურთ არასტაბილური მდგომარეობის შემოტანა საქართველოში. პატრიარქის განცხადებით, არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდობიანად უნდა მივიდეს, არჩევნებზე კი ყველაფერი გაკეთდეს, რომ არ გაყალბდეს, ადამიანებს შიშის გარეშე შეეძლოს თავისი არჩევანის გაკეთება, შემოხაზონ ის რიცხვი, რომელიც თავად სურთ. პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ გუშინ და დღეს მასთან იმყოფებოდნენ სტუდენტები. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი სტუდენტი ძალით ცდილობს შესვლას თსუ-ში და იქ დესტაბილიზაციის შეტანას. უწმინდესმა მიმართა სტუდენტებს, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთონ მსგავსი რამ. " არეულობა ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია", - ბრძანა უწმინდესმა და იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები მის მოწოდებას შეისმენენ, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა. დღეს 19:00 საათზე, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში პატრიარქი მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის და ერს მისცემს კურთხევას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები