0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში აშშ-ს საელჩო პატიმართა წამების ფაქტს გამოეხმაურა

ჩამოტვირთვა

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში დაფიქსირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. "ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებებით, რომელიც გუშინ გავრცელებულ კადრებშია ასახული. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველს თავის მოხსენებაში, ხოლო ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნული გვაქვს, რომ საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევა სერიოზული საკითხია და ის უნდა გადაიჭრას. ვთხოვთ მთავრობას, ჩაატაროს გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ და უმოკლეს დროში უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები