0 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა კალმახელიძის განცხადება დააკმაყოფილა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხათუნა კალმაძელიძის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამდივნო ავრცელებს. გარდა ამისა მერაბიშვიოლმა გლდანის მერვე საპყრობილეში დაკავებული პირების წამების და ღისების შელახვის ფაქტების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა: „მე მინდა გამოვეხმაურო სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ დანაშაულს და გამოვხატო მთავრობის ერთიანი პოზიცია. გლდანის მერვე საპყრობილეში ჩადენილი დანაშაული არის აღმაშფოთებელი. ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა და წამება. ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეში არის ჩარეული, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა, ყველა არის დაპატიმრებული ან იმყოფება ძებნაში. ყველა მათგანი წარსდგება მართმსაჯულების წინაშე - ამ დანაშაულის შემსრულებელიც, დამკვეთიც და ორგანიზატორიც. მე პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ისევე, როგორც ჩვენ აღმოვფხვერით წამების პრაქტიკა პოლიციაში, რაც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ჩვენებისა და აღიარების გამოძალვისთვის, და თქვენ იცით რომ პოლიციაში უკვე დიდი ხანია ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია, მე პირადად უზრუნველვყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში აღმოიფხვრას ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი სხვა ქმედებები. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ."- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, პატიმართა წამებისა და მათი გაუპატიურების ამსახველი ვიდეოფირის გამოქვენების შემდეგ კალმახელიძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები