0 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს პატიმართა წამებაში ბრალდებულთა დაკავების ვიდეოს ავრცელებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატიმართა წამების ფაქტზე ბრალდებულ პირთა დაკავების ვიდეომასალა გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა დავით ჭკადუა, რომელიც მე-8 საპყრობილის დირექტორი იყო. პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულნი არიან: გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილე, დავით ჭკადუა - გლდანის მერვე საპრყობილის დირექტორი, ვიქტორ ყაჭეიშვილი - გლდანის საპრყობილის დირექტორის მოადგილე. ლევან ფურცხვანიძე - ციხის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, გიორგი კვარაცხელია - გლდანის # 8 საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი, ოლეგ ფაცაცია - საპყრობილის უსაფრთხოების რეჟიმის უფროსი, მანუჩარ ლომთაძე - საპყრობილის კონტროლის ინსპექტორი, გელა ცომაია - ოპერატიული მორიგე, ლევან ფხალაძე - საპყრობილის კონტროლიორი, ბორის ფარულავა - უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი. რაც შეეხება კიდევ ერთ დამნაშავეს, მთავარი პროკურორის განმარტებით, ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი დაუსწრებლად წაეყენა, ის ძებნაშია. მიმდინარეობს გამოძიება სხვა დამნაშავე პირთა გამოსავლენად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები