0 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პატიმართა წამების ფაქტზე 10 პირია დაკავებული.

ჩამოტვირთვა

საქართველოს მთავარი პროკურორის, მუღთაზ ზოდელავას განცხადებით, დაკავებულებს შორისაა დავით ჭკადუა, რომელიც მე-8 საპყრობილის დირექტორი იყო. მისი თქმით, პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულნი არიან: გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილე, დავით ჭკადუა - გლდანის მერვე საპრყობილის დირექტორი, ვიქტორ ყაჭეიშვილი - გლდანის საპრყობილის დირექტორის მოადგილე. ლევან ფურცხვანიძე - ციხის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, გიორგი კვარაცხელია - გლდანის # 8 საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი, ოლეგ ფაცაცია - საპყრობილის უსაფრთხოების რეჟიმის უფროსი, მანუჩარ ლომთაძე - საპყრობილის კონტროლის ინსპექტორი, გელა ცომაია - ოპერატიული მორიგე, ლევან ფხალაძე - საპყრობილის კონტროლიორი, ბორის ფარულავა - უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი. რაც შეეხება კიდევ ერთ დანმაშავეს, ზოდელავას განმარტებით, ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი დაუსწრებლად წაეყენა, ის ძებნაშია. მიმდინარეობს გამოძიება სხვა დამნაშავე პირთა გამოსავლენად. "ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთლობის ხელყოფა უმკაცრესად იქნება დასჯილი“,- განაცხადა მთავარმა პროკურორმა. მისი თქმით გამოძიებამ დაადგინა რომ საპყრობილეში პატიმართა წამებასაც ქონდა ადგილი. „ლევან ფურცხანიძე და ბედუკაშვილი, დაქვემდებარებულ პირებთან ერთად პატიმრებზე არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდნენ და ვიდეო ფირზე აღბეჭდავდნენ წამებას“,- განაცხადა ზოდელავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები