მსოფლიო
„მუსულმანთა უცოდველობა“ და მოტყუებული მსახიობები
2012-09-18 15:52:38
ჩამოტვირთვა
ფილმში, რომელის გამოც ისლამური სამყარო დასავლეთს დაუპირისპირდა, ქართველი მსახიობი მონაწილეობს. როგორც ანა გიორგობიანი ამბობს, არც მან და არც დანარჩენმა მსახიობებმა არ იცოდნენ, რას გეგმავდნენ ფილმის შემქმნელები.
ქართველი მსახიობი გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. უსაფრთხოების მიზნით, ანა გიორგობიანი, ჟურნალისტებთან სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. მსახიობის თხოვნით, ერთერთმა უცხოურმა გაზეთმა „halfingtonpost“-მა გამოაქვეყნა წერილი, სადაც ანა იტყობინება, რომ თავდაპირველად, ფილმის სცენარი სულ სხვა შინაარსის იყო.
გრაფიკა: „იმ დროის განმავლობაში, რაც მე "ისლამის უცოდველობის" გადასაღებ მოედანზე გავატარე, არასდროს ყოფილა საუბარი წინასწარმეტყველ მუჰამედზე და რელიგიურ კონტექსტზე. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ გადასაღებ მოედანზე არავინ იცოდა, რა იგეგმებოდა "უდაბნოს ბრძოლების" თაობაზე. როდესაც შევიტყვე, რაც მოხდა, ცრემლები ვერ შევიკავე. ნამსხვრევებად ვარ ქცეული... მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ რაღაც საზიზღრობის შესაქმნელად გამოგიყენეს, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.“
ანა გიორგობიანის და, რომელიც საქართველოში იმყოფება აცხადებს, რომ ანა შეცდომაში შეიყვანეს. ხათუნა გიორგობიანის თქმით, ანას კომენტარების გაკეთების უფლება არ აქვს. მის ნაცვლად, ნებისმიერ განცხადებას ადვოკატები გააკეთებენ.
მსახიობებისათვის დარიგებულ ტექსტში მითითებული იყო, რომ ფილმის სახელი იქნებოდა „უდაბნოს მებრძოლი“, რომელიც შეეხებოდა კომეტის ჩამოვარდნას და ადგილობრივი ტომების ბრძოლას. ფილმის შინაარსი მსახიობებთან დაუკითხავად შეიცვალა და ის იქცა ანტიისლამურ კინოდ. ასევე შეიცვალა გმირების სახელები და ჯორჯი, რომელთანაც ქართველ მსახიობს ჰქონდა სცენა, იქცა მუჰამედად.
ტელეკამერების წინ გამოჩნდა ფილმში მონაწილე კიდევ ერთი გოგონა ლილი დიონი, რომელიც აცხადებს, რომ ფილმის რეჟისორმა ყველა მსახიობი მოატყუა. დიონი როიტერთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ სახელი მუჰამედი სცენარს მოგვიანებით ჩაემატა.
„ფილმში მუჰამედი საერთოდ არ იყო ნახსენები, სცენარიც განსხვავებული იყო. მას შემდეგ რაც ეს ინტერნეტით ვნახე, შოკირებული დავრჩი. ვერ ვიჯერებ, რომ რეჟისორმა მოგვატყუა.“
ძალიან განვციდი იმას, რაც მოხდა. ყველანი მოგვატყუეს. მე არ მეშინია, მაგრამ ჩემს მეუღლეს ეშინია ჩემს გამო.
ამ ფილმის ჩვენებას არაბულ სამყაროში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. ლიბიაში კი ამ საპროტესტო აქციებს ამერიკელი დიპლომატების სიცოცხლე შეეწირა. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ეს ფილმი დაგმო. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ფილმი არის საზიზღარი.
სინქ. „აშშ თავიდანვე იყო ტოლერანტული ნებისმიერი რელიგიის მიმართ და დღეს არის ამერიკა უამრავი აღმსარებლობის მქონე ადამიანის სამშობლო, მათ შორის, მუსლიმისაც.“
კიდევ ერთი ტერქატი მოყვა სკანდალური ფილმის გამოსვლას აღმოსავლეთში. ავღანეთში ტერორისტმა ქალმა მიკროავტობუსი ააფეთქა. დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, 9 უცხოელია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, რომელიც ირწმუნება, რომ შური იძია მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის.
მუსულმანურ ქვეყნებში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. შეერთებული შტატების საელჩოებთან დაწვეს ამერიკის დროშები. სამართალდამცავებმა აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს.
იმის დასამტკიცებლად, რომ პროტესტი ფართომასშტაბიანი და სერიოზულია, ჰეზბოლას ლიდერი ტელეკამერების წინაშე თავდ გამოჩნდა. როგორც წესი, ის ყოველთვის ერიდება მედიასთან ურთიერთობას.
კომენტარები