მსოფლიო
ფილმში ,,ისლამის უცოდველობა’’ ქართველი მსახიობი მონაწილეობს
2012-09-18 12:24:28
ჩამოტვირთვა
ქართული წარმოშობის მსახიობმა ანა გურჯმა, იგივე ანა გიორგობიანმა, რომელმაც გახმაურებულ ფილმში "ისლამის უცოდველობა" ითამაშა,ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ფილმში მონაწილეობის საკუთარ მოტივაციაზე საუბრობს.
ანა გურჯის წერილში, რომელიც მწერლისა და ჟურნალისტის ნეილ გეიმანის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსახიობმა ფილმის რეჟისორ ნაკულა ბესლის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა.
"იმ დროის განმავლობაში რაც მე "ისლამის უცოდველობის" გადასაღებ მოედანზე გავატარე, არასდროს ყოფილა საუბარი წინასწარმეტყველ მუჰამედზე და რელიგიურ კონტექსტზე. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ გადასაღებ მოედანზე არავინ იცოდა, რა იგეგმებოდა წერს ანა გურჯი.
მსახიობის თქმით, ის საბოლოო პროდუქტმა გააოგნა.
მსახიობს საკუთარი უსაფრთხოების საკითხიც აღელვებს,
21 წლის ანა გიორგობიანი თბილისში დაიბადა. პირველი სერიოზული როლი 14 წლის ასაკში, მისი დის, ხათუნა გიორგობიანის მოკლემეტრაჟიან ფილმში "ეს დღე რომ არ ყოფილიყო" შეასრულა.
ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ფართო კინოგაქირავებაში არ გასულა, მან არაბულ სამყაროში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
კომენტარები