0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არაბული გაზაფხულის" ქვეყნებში ვითარება უკიდურესად იძაბება.

ჩამოტვირთვა

არაბული გაზაფხულის" ქვეყნებში ვითარება უკიდურესად იძაბება. ანტიამერიკულ პროტესტს არაბულ სამყაროში ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა. გასაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ახლა ქაიროშია. ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ამ დრომდე რამდენიმე ასული ადამიანი ამერიკის დიპლომატიური უწყების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. ბოლო დაპირისპირება აქ რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქალაქში უსაფრთხოების ზომები ახლა მაქსიმალურადაა გამკაცრებული და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული. ეგვიპტის პრეზიდენტმა ბარაკ ობამასთან პირობა დადო, რომ მის ქვეყანაში მცხოვრებ ამერიკელებს დაიცავს, თუმცა შეერთებულმა შტატებმა საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება მხოლოდ არაბული სახელმწიფოების ლიდერებს არ ანდო და ამერიკელებს სპეცნაზით, საზღვაო ქვეითებით და უპილოტო თვითმფრინავებით იცავს. ეგვიპტეში ამერიკის საელჩოსთან მდგომარეობა გუშინ ღამიდან დაიძაბა. ისლამისტებმა, რომლებიც მუჰამედზე გადაღებულმა ფილმმა გააღიზიანა, ქვები დაუშინეს შტატების დიპლომატიური მისიის შენობას, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად კი 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ექსპერტები დამაიმედებენ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ დემონსტრანტები პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდებიან. ეგვიპტის პარალელურად, მძიმე ვითარებაა ლიბიასა და იემენშიც. შტატების საელჩოებთან სულ უფრო მეტი ადამიანი იკრიბება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიბიის ძალოვანმა უწყებამ ელჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავა. ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია მათ შესახებ არ ვრცელდება. არაბულ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს შეერთებული შტატების პირველი პირები გამოეხმაურნენ. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ და საჯაროდ განაცხადა, რომ გმობს ფილმში ასახულ ყველა დეტალს, მაგრამ ამერიკისთვის პრინციპულად მიუღებელი რჩება რელიგიური ძალადობით სამართლიანობის მოპოვება. ბარაკ ობამას განცხადებით კი, დაუსჯელი არავინ დარჩება და შტატები ყველა ფაქტს გამოიძიებს. მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მით რომნიმაც გააკეთა. არაბული გაზაფხულის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ევროპარლამენტარებმაც გააკეთეს. ევროპელი დეპუტატები ძალადობის შეწყვეტას ითხოვენ და იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც დემონსტრაციები მიმდინარეობს, სიტუაციის დარეგულირებისკენ მოუწოდებენ. კანონმდებლებს იმედი აქვთ, რომ არაბულ ქვეყნებში ვითარება არ გართულდება და სიტუაცია მალე სტაბილური გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები