მსოფლიო
ახალი iPhone 5-ი მალე საქარველოში იქნება
2012-09-13 18:36:40
ჩამოტვირთვა
სრულიად ახალი დიზაინი, უფრო დახვეწილი და ლამაზი, ორჯერ სწრაფი პროცესორითა და ვიდეო-დაფით, 3ჯერ უფრო მაღალი ვიდეო-ამაჩქარებლით - ეს ახალი iPhone 5-ია. უახლესი პროდუქტის პრეზენტაციის პირდაპირი ტრანსლირება, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ეფლის მაღაზიში განხორციელდა.
ახალ აიფონს 4 იანი Retina ეკრანი და 3 დეში წარმოდგენილი რუკები ექნება. გარდა ამისა, აიფონის უახლესი მოდელი ბევრად უფრო მოსახერხებელი ყურსასმენებით იქნება აღჭურვილი, რომელიც არ ქმნის წნევსა და ვაკუუმს, ამიტომ ხმა სუფთა და ხარისხიანია.
აიფონისა და, ზოგადად, ეფლის პროდუქციის მოყვარულები აღნიშნავენ, რომ აიფონ -5 წინამორბედებთან შედარებით, ბევრად გაუმჯობესებულია და მომხმარებლებს მის შეძენას ურჩევენ.
ახალი აიფონ 5-ის შეძენა მომხმარებელს რამდენიმე დღეში შეეძლება. საქართველოში კი მისი ყიდვა თვის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.
კომენტარები