0 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საფეხბურთო მატჩის გამო დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ჩამოტვირთვა

საფეხბურთო მატჩის გამო დღეს ეროვნული სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება. 14.00-15.00 საათის შემდეგ წერეთლის გამზირზე კარკვეული შეზღუდვები დაწესდება, აიკრძალება პარკინგი. 19.00 საათიდან კი, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ორსაათნახევრით ადრე, მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტება მეტრო "წერეთლიდან" თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. ასევე, სატრანსპორტო მოძრაობა შეწყდება ცაბაძისა და ყიფიანის (ყოფილი დიდუბის) ქუჩებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაადგილდებიან. მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტების გაგება მერიის ცხელ ხაზზე შეეძლებათ. ამასთან, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს თბილისის მეტროპოლიტენი. კერძოდ, დაემატება ვაგონები, რომლებიც 7 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ და ერთი საათით გახანგრძლივდება სამუშაო დრო. კერძოდ, მეტროპოლიტენი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს, რათა მგზავრების გადაყვანა უზრუნველყოს. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანელებს დღეს შეხვდება. თამაში "დინამო არენაზე" 21:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები